ტრენინგები და კონფერენციები

ა ნ გ ა რ ი შ ი
მასწავლებელი
მარიამ გასიტაშვილი
skola
სსიპ გორის X სკოლა

treningis dasaxeleba
კლასის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

organizaciis dasaxeleba
ააიპ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

treningis Catarebis periodi
9,10 02.2013

kreditebis raodenoba
1 კრედიტი

treneris vinaoba
მანანა ბოჭორიშვილი


ტრენინგზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები:

·         klasis marTvis stili:
-    demokratiuli
-    avtoritaruli
-    qaosuri
·          moswavleTa qcevis marTva jgufebSi, wyvilebSi, diskusiis dros.
·         moswavleebisTvis sakuTari qcevis Sefasebis, TviTmarTvis unaris Camoyalibeba.
·         .moswavleTa qcevis wesebis SemuSaveba.
·         efeqtiani saswavlo garemos Seqmna TiToeuli moswavlis individualuri Taviseburebebis gaTvaliswinebiT.
·         TiToeuli moswavlis pirovnuli da socialuri  ganviTarebis xelSewyoba:
-    eTikuri Rirebulebebis Camoyalibeba
-    konfliqtis prevencia, konfliqtis konstruqciuli mogvareba
-    moswavleTa Soris pozitiuri urTierTobebis Camoyalibeba
-    damoukidebeli azris Tavisuflad gamoxatva


 განვიხილეთ  საკითხი -  კლასის მართვის სტილი
მოსწავლე ვითარდებაიძენს ცოდნას, იცვლის ქცევას. მასწავლებელმა ამ ცვლილებებს უნდა მიუსადაგოს  კლასის მართვის ტექნიკა.
 მოსწავლის  მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად  მიმდინარეობს ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესი:
·         სოციალიზაცია
·          ინდივიდუალიზაცია
მაწავლებელმა უნდა მოახდინოს  სასწავლო გეგმის (კურიკულუმის), ადაპტაცია მოსწალის ასაკობრივი მოთხოვნილებების, შესაძლებლობების და ზოგადად, კლასის ატმოსფეროს გათვალისწნეით.
რა არის სწავლების პროცესის მართვის მთავარი ასპექტი?
დისციპლინა - არის ის ღონისძიებები, რომელთაც ღებულობს მასწავლებელი მოსწავლეთა ქცევის პრობლემების  მინიმუმამდე დასაყვანად. პროფესიონალი პედაგოგი  ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს  მოსწავლის პრობლემურ ქცევაზე.
    დისციპლინის საკითხი სასწავლო პროცესში ყველა ეპოქაში თანაბრად აქტუალური იყო, თუმცა განსხვავებულ ეპოქებში დისციპლინა განსხვავებულ ნორმებს მოიცავდა.  ეს თემა ყოველთვის იქცევდა მეცნიერთა ყურადღებას. მათ შეიქმნეს კლასის მართვის სტილის შესაბამისი სხვადასხვა მოდელები.


განვიხილეთ  საკითხი  - ავტორიტარული მართვის სტილი
  ამ დროს მასწავლებლის მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ ბიჰევიორისტულია. ზედმეტად აკონტროლებს პროცესს, გაკვეთილის სასწავლო მიზანი განისაზღვრება საგნის შინაარსიდან, მასწავლებელი წარმართავს სასწავლო პროცესს, განსაზღვრავს გაკვეთილის ტემპს, ასწორებს და ამოწმებს მოსწავლეთა საპასუხო რეაქციებს, გადასცემს, აკონტროლებს, აფასებს. მასწავლებლის საუბრის ხანგრძლივობა  მოსწავლის საუბრის ხანგრძლივობას სჭარბობს. სასწავლო პროგრამების წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მასწავლებელი მთლიანად ეყრდნობა სახელმძღვანელოს. მოსწავლეები აკეთებენ მასწავლებლის ნათქვამის პერიფრაზს. მოსწავლეებს საკუთარი აზრის გამოთქმის  საშუალება ნაკლებად აქვთ. დავალება ყველასათვის საერთოა, მასზე პასუხი ერთგვაროვანია.
                მოსწავლეთა მოტივაცია ძირითადად გარეგანია და დამოკიდებულია ჯილდოებზე, შექებაზე, ნიშნებზე და დასჯის შიშზე. ნიშანს მასწავლებელი იყენებს, როგორც მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად ასევე უცოდინარობისა და უწესრიგობის დასასჯელად.
                სწავლების მეთოდები ორიენტირებულია მთლიანად კლასზე და არა ინდივიდებზე. სწავლება ძირითადად ერთდროულად მთელ კლასთან მიმდინარეობს. დავალებები ძირითადად კომენტარის გარეშეა მიწოდებული, მასწავლებელი მხოლოდ გვერდსა და სავარჯიშოს ნომერს უთითებს.
                გაკვეთილზე დროის დანაწილება ყოველთვის ერთნაირია და მკაცრად განსაზღვრულია ინსტრუქციით. გაკვეთილი ხშირად დასვენების ხარჯზეc გრძელდება, მოსწავლეები აღარ უსმენენ მასწავლებელს.  
                საკლასო ოთახის სივრცე დაუნაწევრებელია; კლასში მერხების განლაგება   ერთფეროვანია, მასწავლებლისათვის და მოსწავლეთათვის განსაზღვრულია ტერიტორია. მოსწავლეები სხედან დაფისა და მასწავლებლის პირდაპირ რიგებად  განლაგებულ მერხებთან.
                 ქცევის წესებს ადგენს სკოლის ადმინისტრაცია, ხოლო კლასში მასწავლებელი საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც ემორჩილებოდა ყველა.მასწავლებელი მიმართავს  მოსწავლეთა  არასასურველი  ქცევის არა პრევენციას არამედ, არასასურველი ქცევის კორექციას; ამ დროს ხდება: ნეგატიური ქცევების აღმოფხვრა, პოზიტიურის განმტკიცება.
      სკოლა ჩაკეტილი თემთან ურთიერთობაში, არ ხდება თანამშრომლობა არც ერთ სოციალურ ჯგუფს შორის (სკოლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის) მასწავლებელი ერევა მოსწავლეთა ურთიერთობებში და თავის თავზე იღებს მცირედი პრობლემის გადაჭრასაც კი იმის მიხედვით, თუ, როგორ აფასებს თავად სიტუაციას. მასწავლებლები და სკოლები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 სიმულაციურად  განვიხილეთ - მართვის დემოკრატიული სტილი

სწავლებაში წარმატების მიღწევა გარკვეულწილად დამოკიდებულია სწორ საკლასო მენეჯმენტზე. როგორი მოქალაქე გვინდა აღვზარდოთ, რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს იგი აღჭურვილი, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა საკლასო და სასკოლო გარემოში თნატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას და . . დამოკიდებულია სწორად არჩეულ საკლასო მენეჯმენტის ფორმაზე.
 რა ხდება მართვის დემოკრატიული სტილის დროს?!
                ამ დროს სასკოლო გარემოში მიმდინარე ყველა ურთიერთობ დაფუძნებულია მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობაზე. მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ ღებს დამოუკიდებლად.  მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება და დამოკიდებულება საკითხთა მიმართ. მასწავლებელი ამ დროს მიმართულების მიმცემია.
                კლასი მასწავლებელთან ერთად მუშაობს,  ადგენს ქცევის წესებს და იღებს  გადაწყვეტილებას ამ წესების რეალური განხორციელებისათვის.
                საკლასო ოთახში არსებული მასალები და რესურსები ხელმისაწვდომია მოსწავლეთათვის და მათი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც. ხშირად სასწავლო მასალების შერჩევა ხდება მოსწავლეებთან შეთანხმებით.
                საკლასო ოთახში სივრცე დანაწევრებულია;  გამოყოფილია ფუნქციური ზონები /საპრეზენტაციო, ბიბლიოთეკა, ტექნიკური დაშ/ ავეჯის განლაგება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივიდუალურად ნ ჯგუფებში.  მთავარია დანაწევრებული  საკლასო ოთახის სივრცე  გაკვეთილის მზანსა და ფორმატს შეესაბამებოდეს.  
მოსწავლეებში სასურველი  ქცევის ჩამოყალიბება ხდება, მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთებით და არა დასჯით. კლასის მართვის დემოკრატიული სტილის დროს უპირატესობა ნიჭებ  მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას, რათა მოხდეს არასასურველი ქცევის პრევენცია.            
                მასწავლებელი ხშირად მიმართავს შექებას. ცდილობს დაანახოს, ასწავლოს მოსწავლეებს სამართლიანობა და მოვლენათა ობიექტური შეფასება. აკეთებს პოზიტიურ კომენტარს იმის შესახებ თუ რას აკეთებენ კარგად მოსწავლეები. შექება სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისათვის. მათ უჩნდებათ მოსალოდნელი წარმატების განცდა და ცდილობენ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ეს კი მათ უყალიბებთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, თვითკონტროლს და მიზანდასახულობას. ამისათვის მასწავლებელი ასე მიმართავს მოსწავლეებს:
 “მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ეს კარგად გამოგივა”,
სხვა შემთხვევაში უკეთეს შედეგს მიიღებ, დღევანდელი გამოცდილება დაგეხმარება ამაში”,
კიდევ სცადე”, “სცადე მეგობრებთან ერთად”,
 “სცადე მეგობრებთან ერთად, ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”.
იმისათვის, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ კარგი ჩვევები, გახდნენ თვითდაჯერებულები და კომუნიკაბელურები მასწავლებელი მათ უფრო ხშირად ამხნევებს, ვიდრე მხოლოდ აქებს.
    კლასის მართვის სტრატეგიების არჩევისას მასწავლებელი წინასწარ ატარებს კვლევას კლასში არსებული სიტუაციის დასადგენად. ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ თავად მოსწავლეები, ხშირად მათი მშობლები და სხვა საგნების მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
კონცეპტუალურად გავეცანით -  ქცევის წესების და პროცედურების მნიშვნელობას

მასწავლებელი  ახალ კლასთან შეხვაედრას, ურთიერთგაცნობით და   კლასში მუშაობის ძირითად წესებზე საუბრით იწყებს.  ამით ზრუნავს იმაზე, რომ შექმნას ეფექტიანი სასწავლო გარემო, ანუ გარემო სადაც მოსწავლეს ყველა პირობა აქვს, რომ ისწავლოს.
 გაკვეთილს  როცა ნათელი სტრუქტურა აქვს, როცა მოსწავლეებმა ზუსტად იციან რა ეტაპზე რას ელის მათგან მასწავლებელი, როდის რა ქმედებაა მისაღები და რა მიუღებელი. მხოლოდ მაშინ შეიძლება მოსწავლეთა მთელი დრო და ენერგია უშუალოდ სწავლისაკენ მივმართოთ.
   ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობა -  ქცევის წესების შემუშავება და პროცედურებია.

ქცევის წესი  ანუ რა გვინდა? წარმოადგნს  ზოგად მოლოდინს ან სტანდარტს;
პროცედურა  -  დეტალური განმარტებაა  იმისა, თუ როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის ქმედება.

ქცევის წესების  შემუშავება საკმაოდ რთულია, გასათვალისწინებელია, რომ ამ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა მოქმედებები გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ ლოგიკურია, რომ მათ შემუშავებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

წესების შემუშავებისას უნდა გვახსოვდეს:
  1. სასურველია წესების რაოდენობა არ აღემატებოდეს 4-6
  2. წესები უნდა ჩამოყალიბდეს პოზიტიური ფორმით; მოვარიდოთ სიტყვებს - ”არ”   ” ნუ”       ”აკრძალულია”.
  3. წესები ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს და არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.
  4. წესებს სჭირდება განმარტება რათა გაითავისონ მოსწავლეებმა;
  5. მოსწავლეებმა წესები უნდა მიიჩნიონ მნიშვნელოვნად რათა მათ მიაღწიონ სასწავლო მიზნებს
  6. წესები უნდა გამოვაკრათ თვალსაჩინო ადგილას.

პროცედურები- თუ წესებში ჩამოყალიბებულია რა უნდა გაკეთდეს; პროცედურა აკონკრეტებს რა როგორ უნდა გაკეთდეს. პროცედურების ერთობლიობა აყალიბებს გაკვეთილის სტრუქტურას. მისი განხორციელება სისტემატური, ყოველდღიური უნდა გახდეს ანუ მოსწავლე მას ჩვევის დონეზე უნდა ასრულებდეს. სწავლის დაწყებიდან პირველ ორ კვირის მანძილზე პედაგოგმა დიდი დრო უნდა დაუთმოს წესების შესაბამის პროცედურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი და იმავე საორგანიზაციო საკითხებზე შნიშვნების მიცემა მათ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მოუხდეთ რასაც საბოლოო ჯამში დიდი დრო მიაქვს და ქმნის პრობლემებს.
მაღალ კლასებში მოსწავლეებისათვის ნაცნობია ნაწილი პროცედურებისა თუმცა მაღალ კლასეში საჭირო ხდება ახალი პროცედურების დაუფლების აუცილებლობა. მაგალითად საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტებისას საჭირო უსაფრთხოების ზომები დაშ.

მიმოვიხილეთ  - ქცევის წესების და პროცედურების დაცვა

სხვადასხვა კლასში მასწავლებლისა და მოსწავლეების საჭიროებებისა და მიდგოების შესაბამისად განსხვავებული წესები და პროცედურები არსებობს. წესებსა და პროცედურებს მასწავლებლები ჩვეულებრივ შემდეგ ზოგად კატეგორიებში იყენებენ:

  • ქცევასთან დაკავშირებული მოლოდინი
  • საგაკვეთილო დღის ან სასწავლო პერიოდის დასაწყისი და დასასრული;
  • გაკვეთილის შეწყვეტა;
  • მასალა და მოწყობილობები;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • ტრადიციული სწავლება, რომელსაც მთლიანად მასწავლებელი უძღვება

განვიხილეთ,  დაწყებით და საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების  კლასში ქცევის წესები და პროცედურები  რომელ  სფეროებს  ეხება?

დაწყებით კლასებში ქცევის წესები და პროცედურები  შემდეგ  სფეროებს  ეხება:
საბაზო საფეხურზე ქცევის წესები და პროცედურები  შემდეგ  სფეროებს  ეხება:
  • ზრდილობიანი დამოკიდებულება; ადამიანების დახმარება;
  • სხვების საკუთრების პატივისცემა;
  • მასწავლებლის ან მოსწავლეთა საუბარში უნებართვო ჩართვა;
  • სხვეისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება
  • სასწავლო მასალის სკოლაში ტარება;
  • წინასწარგანსაზღვრულ ადგილას დაჯდომა;
  • სხვების პატივისცემა;
  • საუბრისაგან თავის შეკავება გაკვეთილზე, როცა სხვები საუბრობენ;


მკვლევართა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კარგი საქციელისთვის მოსწავლის შექება-წახალისება უფრო ეფექტიანი სტრატეგიაა დისციპლინის დაცვისთვის ვიდრე წესის დარღვევის გამო მისი დასჯა. ამიტომ წარმატებული მასწავლებლები პრევენციას /წინასწარი ღონისძიებებით მოსწავლეთა არასასურელი ქცევის თავიდან აცილება/ და კორექციას  შორის არჩევანს პირველის სასარგებლოდ აკეთებენ.
ისინი ახერხებენ ქცევის წესების დარღვევა თავიდან აიცილონ ან მისი პირველი სიმპტომების გამომჟღავნებისთანავე აღკვეთონ იგი. რადგან ქცევის წესების  სერიოზული დარღვევის   შემდგომი რეაგირება   არასოდესაა ისე ეფექტური, როგორც პრევენცი
 გავეცანით -  პრევენციულ მიდგომებს:
ქცევის წესების დარღვევა და დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა შექმნილი. ამგვარი გარემოს შექმნისათვის კი უნდა გვახსოვდეს რომ..

რა უნდა გვახსოვდეს?
 როგორ მივაღწიოთ?

მოსწავლე ხალისით თანამშრომლობს მასწავლებელთან, რომელიც უყვარს და პატივს სცემს
ამიტომ მასწავლებელი უნდა იცნობდეს მოსწავლის მდგომარეობას  ხასიათს და პატივს სცემდეს მის პიროვნულ თვისებებს
მოსწავლეს არ სცალია წესების დასარღვევად, როცა იგი საქმითაა დაკავებული
ამიტომ მასწავლებელმა დეტალურად უნდა დაგეგმოს გაკვეთილი და შეეცადოს მთელი დრო საინტერესო, მნიშვნელოვანი დავალებებით შეავსოს.
მოსწავლის ქცევაზე დადებითად აისახება მასწავლებელსა და მშობლების თანამშრომლობის  ფაქტი
ამიტომ მასწავლებლები და მშობლები ერთნაირად უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათ შორის შედგეს თანამშრომლობა
მოსწავლისათვის მასწავლებელი სამაგალითო უნდა იყოს
ამიტომ წესს, რომელსაც მასწავლებელი თავად ემორჩილება მის დაცვას სამართლიანად და აუცილებლად მიიჩნევენ მოსწავლეებიც
შევაქოთ მოსწავლის კარგი ქცევა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან შექება სტიმულია იმ მოსწავლისათვის  ვინც ის დაიმდახურა. ამასთან, ეს კლასის ყურადღების მიპყრობის საშუალებაცაა.
 გავეცანით შერი არსტეინის სქემას და ასერტულობის სხვადასხვა ტექნიკებს   

პედაგოგის ხელისმოწერა: მ. გასიტაშვილი




ტრენინგის წერილობითი ანგარიში
ტრენინგის დასახელება – "როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე"
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჩატარების ადგილი: გორი, მე–9 საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა: 16სთ.
ტრენინგის მიზანი და ამოცანები: პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზების განსაზღვრა.
·         პრაქტიკული, პედაგოგიური კვლევის გააზრება და დაგეგმვა.
·         პროექტგაკვეთილის ეტაპების გაცნობა, დაგეგმვა და პრეზენტაცია.
·         კათედრაზე მუშაობის გაცნობა, განხილვა–გააზრება.
·         მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენა.
·         ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება
რეზიუმე:
გავეცანი, თუ რა მოთხოვნებია თანამედროვე პროფესიონალი მასწავლებლის მიმართ. თანამედროვე პროფესიონალი მასწავლებელი ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, აანალიზებს გაკვეთილს, აკეთებს თვითშეფასებას, იკვლევს თავის პედაგოგიურ პროექტებს, იყენებს მრავალფეროვან მეთოდებს.
ტრენინგის მონაწილეები დავნაწილდით წყვილებად. ჩემ მეწყვილესთან ერთად შევარჩიე საკვლევი თემა „გარეგანი მოტივაციის გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე“ და ჩამოვაყალიბე კვლევის მიზანი. განვსაზღვრე სამიზნე ჯგუფი. შევარჩიეთ კვლევის მეთოდები: ინტერვიუირება, დიალოგები, ფოკუს–ჯგუფი. ჩავატარეთ კვლევის ანალიზი და წარვადგინეთ კვლევის ანგარიში, სადაც ნათლად ჩანდა კვლევის აქტუალობა, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და ამოცანები. გავაკეთე პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია ტრენინგის მონაწილეების წინაშე. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. ნათელი გახდა კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები.
ტრენერმა გაგვაცნო პროექტგაკვეთილის ეტაპები. გაცნობის შემდეგ ტრენინგის მონაწილეები დავნაწილდით ჯგუფებად კათედრების მიხედვით. თითოეულ ჯგუფში ხუთი მასწავლებელი. წამოვჭერით პრობლემა, გაიმართა დისკუსია. დისკუსიის პროცესში  შევარჩიეთ პროექტგაკვეთილის თემა. შევჯერდით პროექტის სახელწოდებაზე „საინტერესო ისტორიები ჩემი წინაპრების ცხოვრებიდან“. პროექტი არის ინტეგრირებული  (ქართული ენა, ინგლისური ენა, რუსული ენა) და აქტუალური (თაობათა შორის კავშირი). ცამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი, რომელიც ნათლად აღწერდა პროექტის მოსალოდნელ შედეგებს.
ავღწერეთ ამოცანები, მივუტითეთ განხორციელების დრო, საჭირო რესურსები და ასევე შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. განხორციელების გზებში მკაფიოდ ვაჩვენეთ ის ნაბიჯები, რაც უნდა იქნეს გადადგმული პროექტგაკვეთილის განხორციელების დროს.  ასევე მონაწილეების ფენქციები (ინტერვიუს ჩაწერა ფოტომასალის მოძიება, ინტერნეტში დამატებითი მასალის მოძიება, მონაცემთა დახარისხება თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენაზე, კედლის  გაზეტის და ალბომის გამოშვება, ბლოგის შექმნა, პრეზენტაციისათვის მზადება და ჩატარება). განვსაზღვრეთ მისაღწევი შედეგები და შევიმუშავეთ შეფასების შუალედური სისტემა კითხვარების საშუალებით. ჩვენი დასრულებული პროექტგაკვეთილი გადავიტანეთ ფორმატის ქაღალდზე და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც წინასწარ შეირჩნენ, შეაფასა ჩვენი პრეზენტაცია მათ მიერ შემუშავებული  შეფასების რუბრიკის მიხედვით. ჩვენი ჯგუფის მიერ წარდგენილმა პროექტგაკვეთილმა  დაიმსახურა საშუალოზე მაღალი შეფასება. პროექტგაკვეთილის ეტაპების გაცნობამ პროექტის წერის ახალი უნარები შემძინა, ასევე საინტერესო იყო შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით პროექტების შეფასებაში მონაწილეობის მიღება.
მასწავლებლის პროფესიული ზრდის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა არის კოლეგებთან თანამშრომლობა და კათედრებზე სისტემატიური და აქტიური მუშაობა. გავეცანი სხვადასხვა ტიპის სასკოლო კულტურას თანამშრომლობის თვალსაზრისით. სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისა და მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება ერთ–ერთი მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში ძალიან ეფექტური და სასარგებლოა  ურთიერთდაკვირვების მეთოდი. სადაც გამოყოფენ დაკვირვების ხუთ სხვადასხვა სახეს: აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება, გუნდური მუშაობა, ჩართული დაკვირვება, თვითდაკვირვება. კათედრების მიხედვით დანაწილებულ ჯგუფებში შევიმუშავეთ, ჩამოვაყალიბეთ და დროში გავწერეთ კათედრის სამუშაო წლიური გეგმა. გეგმაში შევიდა: ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, საათების განაწილება, კათედრის თავჯდომარის არჩევა, პროექტგაკვეთილები, შემაჯამებელი სამუშაოები, სასწავლო კონფერენციები,  მასწავლებლების მოხსენებები კათედრაზე და შემდეგ მათი განხილვა, ასევე გაწეული მუშაობის განხილვა–შეფასება, მსჯელობა მიღწეულ შედეგებსა და სუსტ მხარეებზე. ჩვენს მიერ შემუშავებული კათედრის გეგმა წარუდგინეთ ტრენინგის მონაწილეე პედაგოგებს. ტრენერისაგან მივიღეთ რჩევა, რომ კათედრის გეგმაში ჩაგვერთო თანამშრომლობა სხვა სკოლის პედაგოგებთან და საგნობრივ კათედრებთან, დაგვეგეგმა ერთობლივი პროექტები და კვლევები, დავსწრებოდით ერთმანეთის გაკვეთილებს გამოცდილების გაზიარების მიზნით. მოვისმინეთ სხვა ჯგუფების მიერ შედგენილი გეგმები, რაც ძალიან საინტერესო იყო. ერთერთი პედაგოგისგან მივიღე მიწვევა პროექტგაკვეთილზე, რასაც სიხარულით დავეთანხმე.
გავეცანი მასწავლებლის პორტფოლიოს არსს. იგი არის პედაგოგიური რეფლექსიის და მისი საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტი. მივიღე პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ ვაწარმოო პორტფოლიო, როგორ განვსაზღვრო თემა და მიზანი. იმისდა მიხედვით თუ რა მასალას შევიტან პორტფოლიოში და როგორი თანმიმდევრობით. დავურთო სარჩევი, რათა მკითხველს გაუადვილდეს ნავიგაცია. მოვემზადო ჩემს დასრულებულ პორტფოლიოზე სასაუბროდ. გავეცანი პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტაციების აღრიცხვის ფურცელს. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით  ჩემი პორტფოლიო ბევრად სრულყოფილი და თანამიმდევრული გახდება. ტრენინგზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პორტფოლიოში აუცილებელია შევიდეს ჩემს მიერ ჩატარებული სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ასევე სასურველია ელექტრონული პორტფო;იოს შექმნა და მისი განთავსება ინტერნეტში.
ტრენერმა გაგვაცნო, თუ როგორ მოვამზადოთ ტრენინგის, მასტერკლასის, სემინარისა კონფერენციის წერილობითი ანგარიში.
ინდივიდუალურად დავწერეთ მიმდინარე ტრენინგის ანგარიში, სადაც გავითვალისწინე შემდეგი პუნქტები: ანგარიშის ფორმა,  ანგარიშის შინაარსი, ტრენინგის  დასახელება, მივუთითე ჩამტარებელი ორგანიზაცია, ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა. მეორე ნაწილში, რომელსაც ეწოდება მიზნები და ამოცანები შევადა მოცემული ტრენინგის მიზნები და ამოცანები. მესამე ნაწილში– რეზიუმე განვიხილე თითოეული აქტივობა და ღონისძიება, რაც განხორციელდა ტრენინგზე, გავაკეთე ჩემეული შეფასებები. გავითვალისწინე სიტყვათა განსაზღვრული რაოდენობა.
მეოთხე ნაწიში–ღონისძოების მნიშვნელობის დასაბუთება დავაკონკრეტე, თუ რა იყო ჩემთვის ახალი და მნიშვნელოვანი. ტრენინგის განმავლობაში აქტივობებში მონაწილეობამ რა გამოცდილება შემძინა, როგორც პედაგოგს. როგორ გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში. როგორ ვგეგმავ გავუზიარო კოლეგებს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. დასრულებული ანგარიში წავიკითხე ტრენინგის მონაწილეების წინაშე, მივიღე რჩევა, რომ ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს დღის წესრიგი დანართის სახით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ანგარიშის წერა ძალიან პროდუქტიული იყო ჩემთვის, სიახლე იყო ანგარიშის შემადგენელი ნაწილები და მათი თანამიმდევრობა. მიღებული გამოცდილება დამეხმარება სწორად შევადგინო მომავალი ტრენინგების, სემინარებისა და მასტერ–კლასების ანგარიში და გავამდიდრო ჩემი პორტოლიო. აქცენტი გავაკეთო მიღებულ ცოდნასა და უნარებზე და მათ სასწავლო პროცესში დანერგვის ხარისხზე. გამოვავლინო სუსტი მხარეები და ვიზრუნო მათ გაუმჯობესებაზე.
როგორც სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის , ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაცია. იგი დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მიმართულებით წარვმართო ჩემი პედაგოგიური საქმიანობა.
გავეცანი, თუ როგორ წარვმართო ეფექტური და აქტუალური პედაგოგიური კვლევა, რაც დამეხმარება მომავალში ვაწარმოო საკუთარი პედაგოგიური კვლევა წამოჭრილი სიძნელეების დროს, ასევე ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვის ეფექტურობის გამოსაცდელად. სწორად განვსაზღვრო კვლევის თემა. „გარეგანი მოტივაციის გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე“– ვფიქრობ აქტუალური თემაა. ვგეგმავ ჩავატარო პროექტგაკვეთილი და მის ფარგლებში წარვმართო პედაგოგიური კვლევა.
მაქვს პროექტგაკვეთილის ჩატარების გარკვეული გამოცდილება, თუმცა ჩემთვის ახალი იყო პროექტის შეფასების სახეები და შეფასების კითხვარის შემუშავება, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს პროექტის მიმდინარეობა, მონაწილეთა ჩართულობა, გამოვლინდეს ნაკლოვანებები და დროულად იქნეს მიღებული ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი უფრო ეფექტურს გახდის პროექტგაკვეთილზე მუშაობის პროცესს.
კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის დადებითი მხარეები ნათლად დავინახე კათედრაზე ჩასატარებელი სამუშაოების განხიილვის დროს. შევეცდები ტრენინგზე მიღებული გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებს. ძალიან მომეწონა „კრიტიკული მეგობრების“ ინსტიტუტი. ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა საინტერესო და სასარგებლო იქნება სუსტი მხარეების ნათლად დანახვასა და ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. მომავალში დავგეგმავ გაკვეთილებს და დავისწრებ კოლეგებს, ასევე მეც დავესწრები მათგან გამოთქმული სურვილის შემთხვევაში.
მასწავლებლის პორტფოლიოსთან დაკავშირებით საინტერესო იყო პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების არიცხვის ფურცელი. მისი მეშვეობით ჩემი პორტფოლიო უფრო სრულყოფილი გახდება. მასში შევა როგორც გეგმები, ასევე სასწავლო რესურსები, გამოყენებული მეთოდების აღწერა, მოსწავლეთა შეფასების ამსახველი მასალები–შეფასების რუბრიკები, ფოტო–ვიდეო და აუდიო მასალა. პორტფოლიოს წარვუდგენ სკოლის ხელმძღვანელობას, მონიტორინგის მობილურ ჯგუფს, საიდენტიფიკაციო კომისიას და სხვა დაინტერესებულ პირს. ანალოგიურ ელექტრონულ პორტფოლიოს განვათავსებ ინტერნეტში.
ტრენინგზე ერთერთი მნიშვნელოვანი და ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხი წერილობითი ანგარიშის შედგენა იყო. გავეცანი ანგარიშის წერის ფორმას და მის შინაარსს. წერილობითი ანგარიშის განხილვა ძლიან დამეხმარა მოცემული ანგარიშის შესრულებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში ტრენინგების, მასტერკლასების, სემინარებისა და კონფერენციების წერილობითი ანგარიშების შედგენაში.
ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მოვაწყობ პრეზენტაციას სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებლებისათვის, ვურჩევ მათ, რომ ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. და ასევე კოლეგებისათვის, რომლებიც გამოიჩენენ დაინტერესებას მოცემული ინფორმაციის გაცნობისადმი.

ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაცია
ETAG

May 17.2014 Saturday session on topics: ,,Using short videos in the classroom" presenter

 M. gasitashvili




ETAG Gori Regional Conference 31 May,2014. Professionals presented important topics to the English teachers








Комментариев нет:

Отправить комментарий