ინტეგრირებული გაკვეთილი IV კლასი

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინგლისური ენა და ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი - IVბ
მოსწავლეთა რაოდენობა 30
პედაგოგები: ინგლისური ენა - მ. გასიტაშვილი
                          ქართული ენა - ც. ბუჯიაშვილი
გაკვეთილის თემა   ასტრიდ ლინგრენდის მოთხრობები: „პეპი გრძელი წინდა“, 
                                     „ბიულერბიუელი ბავშვები“
გაკვეთილის მიზანი
 ინგლისური ენა- მოსწავლეები შეისწავლიან ახალ სიტყვებს: „kind, alone, generous,  pancake, sausage, to cook, to tell”,შეძლებენ ტექსტის “Pippi Longstoking“ წაკითხვას და გააზრებას.
ქართული ენა - მოსწავლეები შეძლებენ გაითამაშონ სცენა მოთხრობიდან „ბიულერბიუელი ბავშვები“
გაკვეთილის ამოცანები
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე ტექსტის მოსმენის, ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის, ჯგუფურად მუშაობის, პრეზენტაციის უნარჩვევები.
გაკვეთილის მიმდინარეობა
დრო
მასწავლებელი მოსწავლეებს  პროექტორის დახმარებით უჩვენებს მოკლე ვიდეოს ფილმიდან „პეპი გრძელი წინდა“. მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე: „Who is she? What is she doing? What is she wearing?”
5 წთ
თვალსაჩინოებების დახმარებით მასწავლებელი შეასწავლის ახალ სიტყვებს. სიტყვების უკეთ დამახსოვრების მიზნით მასწავლებელი იყენებს სასწავლო თამაშს „What is missing?”
7 წთ
მოსწავლეები წყვილებში ავსებენ ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს ახალი სიტყვებით.
6 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ანაწილებს ჯგუფებად. მათ ურიგდებათ დაჭრილი ტექსტი და აპლიკაციები. მოსწავლეები ტექსტის ნაწილებს ლოგიკური თანამიმდევრობით აწებებენ თაბახის ფურცლებზე და აკრავენ შესაბამის აპლიკაციას. ჯგუფები ნამუშევრებს წარმოადგენენ კლასის წინაშე.
15 წთ
მოსწავლეები ქართულ ენაზე წარმოადგენენ სცენას მოთხრობიდან „ ბიულერბიუელი ბავშვები“
10 წთ
საშინაო დავალების დანიშვნა
2 წთ

შეფასება

მოსწავლეები ფასდებიან მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий