ინტეგრირებული გაკვეთილი VI კლასი

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინგლისური ენა და ისტ
კლასი - VI ა
მოსწავლეთა რაოდენობა 30
პედაგოგები: ინგლისური ენა - მ. გასიტაშვილი
                          ისტ - თ. ჯოლბორდი
გაკვეთილის თემა   საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდების შექმნა თემაზე “My favorite bird“.
გაკვეთილის მიზანი
 ინგლისური ენა- მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ თემაზე „My favorite bird“. წარმოადგენენ MS Power Point-ში შექმნილ საკუთარ ნამუშევრებს.
ისტ - მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ შედგენილი დავალების პირობა გახსნან, Ms Power Point-ის დახმარებით ააგონ სლაიდები  და გაუზიარონ მასწავლებელს.
გაკვეთილის ამოცანები
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გადმოცემის, სამეტყველო, თანამშრომლობითი, ჯგუფურად მუშაობის,კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მუშაობის, ტექსტის აკრეფის, ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და ჩამოტვირთვის, პრეზენტაციის უნარჩვევები.
საჭირო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, მაგნიტური დაფა, მარკერი, სურათები, პოსტერი.
გაკვეთილის მიმდინარეობა
დრო
დისკუსია ინგლისურ ენაზე „Which is your favorite bird? Why?
Which bird is the most interesting? Why?
5 წთ
ისტ-ის მასწავლებელი უზიარებს მოსწავლეებს დავალებას და უხსნის მათ,როგორ ააგონ პრეზენტაციები Power-Point-ის დახმარებით.
5 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ანაწილებს ჯგუფებად. მოსწავლეები ჯგუფებში ინტერნეტიდან ტვირთავენ მათ მიერ შერჩეული ფრინველის სურათებს, ასევე მოცემულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, მოიძიებენ საჭირო ინფომაციას  და აგებენ პრეზენტაციებს .
10 წთ
მოსწავლეები დასრულებულ პრეზენტაციებს აგზავნიან მასწავლებლის ელექტრონულ მისამართზე და უზიარებენ მასწავლებელს Share საქაღალდეში.
3 წთ
მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
15 წთ
შეფასება
2 წთ



შეფასება

მოსწავლეები ფასდებიან მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
შეფასების რუბრიკა

ინგლისური ენა

პრეზენტაციაში გამოყენებული  ლექსიკა მდიდარია, წინადადებები გრამატიკულად გამართულია. საუბრობს თავისუფლად, გამართულად შეცდომების გარეშე.
9-10

პრეზენტაციაში გამოყენებულია სათანადო ლექსიკა, წინადადებები გრამატიკულად გამართულია. დაშვებულია 2-3 გრამატიკული შეცდომა. საუბრისას უშვებს 1-2 შეცდომას.
7-8

პრეზენტაციაში გამოყენებული ლექსიკა ღარიბია, წინადადებები გრამატიკულად გაუმართავია. დაშვებულია 5-6 გრამატიკული შეცდომა. საუბრისას უშვებს შეცდომებს.
5-6

ვერ იყენებს სათანადო ლექსიკას. დაშვებულია 7-8 გრამატიკული შეცდომა. უჭირს საუბარი.
3-4

ისტ

სლაიდები მრავალფეროვანია, შერჩეულია ფონის ფერი, გამოყენებულია განსხვავებული ზომისა ფერის შრიფტი, სურათები ჩასმულია ტექსტის შესაბამისად, სლაიდებს აქვს ეფექტები.
9-10

სლაიდებში გამოყენებულია  ფონის ფერი, განსხვავებული ზომისა ფერის შრიფტი, სურათები ცოტაა, ჩასმულია ტექსტის შესაბამისად, სლაიდებს არ აქვს ეფექტები .
7-8

სლაიდებში წარმოდგენილი შრიფტი, ფონი და ეფექტები ღარიბია.   სურათები ცოტაა.
5-6

სლაიდები დაუსრულებელია. მათი რაოდენობა 3 სლაიდს არ აღემატება
3-4


Комментариев нет:

Отправить комментарий